თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ დაიწყო. 5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. სასწავლო კურსი თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების მოწვეული ექსპერტების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
