ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების კიდევ ერთი დეზინფორმაცია, ამჯერად, შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე
ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების კიდევ ერთი დეზინფორმაცია, ამჯერად, შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე. ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველმა გუნდმა რუკიდან გააქრო. აფხაზეთსა და ცხინვალში არჩევნები არ ჩატარებულა, შესაბამისად, საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით, ღია ფერით იყო აღნიშნული. კამერებზე კი ღია ფერი არ გამოჩნდა. ადამიანების ნაწილს, რომლებმაც სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია გაავრცელა, ფეისბუქმა ინფორმაცია წაუშალა. სრულ სურათს ხედავდნენ პრესკონფერენციაზე მყოფი ჟურნალისტები, ასევე მათ ჰქონდათ პრეზენტაციის დოკუმენტიც, თუმცა კეზერაშვილის ტელევიზიამ გამოშვება მაინც სიცრუით გახსნა.
