არჩევნებში კატასტროფული მარცხი ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ადგილი, რომელსაც იმსახურებენ
არჩევნებში კატასტროფული მარცხი ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ადგილი, რომელსაც იმსახურებენ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა მმართველი გუნდის მაღალი მხარდაჭერის მიზეზებზე და წინასაარჩევნო კამპანიაზე. მისი თქმით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიცია ელაპარაკებოდა არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხოელებს . პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზეც და ამ დეზინფორმაციას კონკრეტული მაგალითები დაუპირისპირა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით
