ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ ნატოს პარალელურად, ევროკავშირმა უსაფრთხოების საკუთარი ორგანიზაცია უნდა შექმნას
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ ნატოს პარალელურად, ევროკავშირმა უსაფრთხოების საკუთარი ორგანიზაცია უნდა შექმნას. მეცოლას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპა არასტაბილური ვითარების ზღვარზეა, ამიტომ ევროკავშირი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით , თავდაცვის ახალი კავშირი შექმნას.
