რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაზე, იმსჯელეს საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტების, ჭკვიანი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების ახალ შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ურბანული სატრანსპორტო ახალი სისტემებისა და ინკლუზიური უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები.
