ოპოზიციისა და მათი ტელევიზიების კიდევ ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება ამომრჩევლის მობილიზაციას
ოპოზიციისა და მათი ტელევიზიების კიდევ ერთი დეზინფორმაცია უკავშირდება ამომრჩევლის მობილიზაციას. ცდილობენ უკანონოდ წარმოაჩინონ სიების შედგენა, ამომრჩეველთან კომუნიკაცია და მათი არჩევნებზე აქტიურობა. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრა და მოიყვანა აიარაისა და ენდიაის სახელმძღვანელოები. 350 გვერდიან დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი როგორ უნდა შეადგინო სიები, ამომრჩევლის ბაზები, როგორ უნდა დაყო ისინი შენს მომხრეებად, მოწინააღმდეგეებად, როგორ უნდა გქონდეთ მათთან კავშირი და კომუნიკაცია.
