სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე გავრცელდა დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის მიერ საპრეზენტაციოდ გამოყენებულ საქართველოს რუკაზე გავრცელდა დეზინფორმაცია. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველმა გუნდმა რუკიდან გააქრო. აფხაზეთსა და ცხინვალში არჩევნები არ ჩატარებულა, შესაბამისად, საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით ღია ფერით იყო აღნიშნული. კამერებზე კი ღია ფერი არ გამოჩნდა. სრულ სურათს ხედავდნენ პრესკონფერენციაზე მყოფი ჟურნალისტები, ასევე მათ ჰქონდათ პრეზენტაციის დოკუმენტიც, თუმცა კეზერაშვილის ტელევიზიამ გამოშვება მაინც სიცრუით გახსნა.
