მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 მთელი 9 მეათედი პროცენტის დათვლის შედეგად, სანდუ თითქმის 55 პროცენტით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ხმების 45 მთელი სამი მეასედი პროცენტი მიიღო. ამომრჩევლების აქტივობა იყო 54 პროცენტი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველმა კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან ჩარევა ხდებოდა, რომელსაც „შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი“ ჰქონდა.
