ესპანელები სტიქიის შედეგად გამოწვეული მასშტაბური მსხვერპლის გამო, ქვეყნის მმართველობას ადანაშაულებენ
ესპანელები სტიქიის შედეგად გამოწვეული მასშტაბური მსხვერპლის გამო, ქვეყნის მმართველობას ადანაშაულებენ. სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ არ მომხდარა მათი დროული ინფორმირება და არც დროული რეაგირება ყოფილა. საპროტესტო აქცია გაიმართა ესპანეთის მეფის და დედოფლის სტუმრობისას. მეფეს ტალახი და სხვადასხვა საგნები ესროლეს. ინციდენტს ესპანეთის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა. პედრო სანჩესმა აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას მარგინალური უწოდა.
