ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოლდოვის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა
მოლდოვის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ქართველი ფეხბურთელის „შერიფი“ მე-12 ტურში „მილსამის“ შეხვდა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თავი 38-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში გახსნა. შერიფს 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება.
