ბათუმის სპორტის სასახლემ ფეხბურთში კოტე მახარაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო მედია ტურნირს უმასპინძლა
ბათუმის სპორტის სასახლემ ფეხბურთში კოტე მახარაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო მედია ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, რუმინეთის, სომხეთის, გერმანიის და ლიეტუვის ჟურნალისტთა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს. ჩვენი ქვეყნის მედია ნაკრებმა ჯგუფში გერმანიასა და სომხეთს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში, აზერბაიჯანი 3:0 დაამარცხა. ყველაზე დრამატული ფინალური დაპირისპირება გამოდგა, რომელიც ქართველებმა მოლდოვასთან პენალტების სერიაში დათმეს.
