ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება. ამერიკელმა ბუკმეკერებმა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად დაასახელეს. ისინი ვარაუდობენ რომ ტრამპი, რომელიც შტატების პრეზიდენტობისთვის უკვე მესამედ იბრძვის, არჩევნებს მოიგებს. პარალელურად ვრცელდება სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, რომელთა მიხედვითაც კამალა ჰარისმა, აიოვას შტატში, რომელიც ტრამპს ორჯერ აქვს მოგებული, რესპუბლიკელ კონკურენტს ელექტორატის 47%-იანი მხარდაჭერით გაუსწრო. ტრამპს 44% აქვს.
