სტუდენტებმა დღეს მთაწმინდის ფერდზე სხვადასხვა სახეობის ხეები დარგეს
თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. 50-მდე სტუდენტმა დღეს მთაწმინდის ფერდზე სხვადასხვა სახეობის ხეები დარგეს. უნიკალური პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს”, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.
