გავლენიანი შვეიცარიული გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით - „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“
გავლენიანი შვეიცარიული გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“. სტატიის ავტორი, ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე, 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ავტორი ერთი ფრაზით „დემოკრატიის ჩამქრალი შუქურა“ ახასიათებს. ავტორი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს მაშინ დასავლეთში დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, შუქურას ეს ნათება მალე ჩაქრა და ყველა მოლოდინი დაიმსხვრა. სტატიაში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის განცდა, რომ ქართულ მეიდანს აორგანიზებენ. ავტორი ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს იხსენებს და მკითხველს უმიზეზოდ დაჭერილი ფოტოგრაფების ამბავს უყვება. ავტორი მკითხველს „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს ახსენებს.
