„ატლანტა იუნაიტედმა“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, „ინტერ მაიამისთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
„ემ ელ ესის“ პლეი ოფის მერვედ ფინალურ სტადიაზე „ატლანტა იუნაიტედმა“ სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს „ინტერ მაიამისთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პირველი ტაიმი წააგო, მეორე ნახევრის დასაწყისში კი წონასწორობა აღადგინა. ლობჟანიძემ ლიონელ მესის გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, და 89-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. ატლანტამ 94-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ამ გუნდებს შორის გადამწყვეტი მატჩი 10 ნოემბერს გაიმართება.