„სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“. პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა პროექტის შედეგების შემაჯამებელი დისკუსია.
