ისრაელი ერაყს აფრთხილებს
ისრაელი ერაყს აფრთხილებს, რომ თუ პროირანული გასამხედროებული ძალები ისრაელზე თავდასხმებს განაგრძობენ, ისრაელი ერაყში სამიზნეებს დაარტყამს. ცნობას სააგენტო „საუდი ელაფი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ისრაელმა თანამგზავრების საშუალებით მოიპოვა ინფორმაცია, რომ თეირანი ბალისტიკური რაკეტებისა და შესაბამისი აღჭურვილობის ერაყის ტერიტორიაზე გადატანაზე მუშაობს, რათა შემდგომ ის ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმისთვის გამოიყენოს.
