პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ „სქაისთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია. საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და აღნიშნა, რომ კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები. კანონში საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მნიშვნელობას.
