შეტაკება საფრანგეთში
საფრანგეთის ქალაქ პუატიეში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა. შეტაკების მიზეზი რესტორანში მომხდარი სროლა გახდა. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 600-მდე პირი გამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ აღჭურვილნი. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. წესრიგის აღდგენას საათზე მეტი დრო დასჭირდა. ბრუნო რეტაიოს განცხადებით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულმა ძალადობამ საფრანგეთში უკვე საგანგაშო ზღვარს მიაღწია. მინისტრის თქმით, ის მომავალ კვირას მარსელში წარადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლის ახალ მიდგომებს, სადაც პრემიერ მინისტრთან ერთად ჩავა
