ემიგრანტების ბულინგი
საყოველთაო ბულინგი, შეურაცხყოფა და ზეწოლა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის თანმდევი პროცესი იყო და ეს ყველაფერი, პოსტსაარჩევნო პერიოდშიც გრძელდება. ოღონდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ქვეყნის შიგნით არა, არამედ ემიგრაციაშიც. ქართველი ემიგრანტი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, არჩევნებს აკვირდებოდა ქრონიკასთან საუბარში ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან მასზე მუქარა და ბულინგი ხორციელდება. სოფია ბასილაშვილი აცხადებს, რომ შეურაცხყოფის, ბულინგის და მუქარის მიზეზი მისი პოლიტიკური შეხედულებებია
