რადიკალების უარი გამოძიებას
რაც შეეხება ოპოზიციას, არაერთი ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, გამოძიებასთან თანამშრომლობას ისინი არ აპირებენ. თავად ამას უნდობლობით ხსნიან, მმართველი ძალისთვის კი, ეს ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ უსაფუძვლო საბაბია, რადგან არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულება არ აქვს. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, პროკურატურაში არ მიდის. ხელისუფლება განმარტავს, თუ ეთერებში გაკეთებულ თითოეულ განცხადებაზე ოპოზიციის პასუხისმგებლობა ნულის ტოლია, სამაგიეროდ ცრუ ჩვენების მიცემაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს
