მტკიცებულებები ოპოზიციის წინააღმდეგ
ვიდრე ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ძიებაშია და ყოველდღიურად ახალ თემებს ეძებს, „ქართული ოცნება“ უკვე კონკრეტულ მოქმედებაზე გადავიდა და 81 მტკიცებულებით შეიარაღებული პროკურატურაში მივიდა. ოპოზიცია და ენჯეო სექტორი პროკურატურასთან თანამშრომლობას არც განიხილავს, რაც მმართველი ძალისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი პრეტენზიები მხოლოდ უსაფუძვლოა. რაც შეეხება 81 ფაქტს, მმართველი გუნდი კონკრეტულ სახელებსა და უბნებს ასახელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლა იყო
