ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მორიგ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა
ცესკოში ბრიფინგი გაიმართა. პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა, ბოლო დღეებში, გავრცელებულ დეზინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთა. ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსული მედია ორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება. მისი განცხადებით, რუსული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკოს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს