შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს პასუხობს - როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ევრო დეპუტატის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“
