ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის გამო პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის გამო პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთობლივ გამოძიებას ისრაელის დაზვერვის უწყება და პოლიცია აწარმოებენ. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთა შორის არ არიან პრემიერის ოფისის თანამშრომლები. გამოძიების ცნობით, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებით ზიანი მიადგა ეროვნულ უსაფრთხოებას, კერძოდ კი, ისრაელის მიერ წარმოებული ომის მიზნებს
