ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შესაძლოა უკრაინაში საბრძოლველად 84 ათასი მებრძოლი გააგზავნოს
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შესაძლოა უკრაინაში საბრძოლველად 84 ათასი მებრძოლი გააგზავნოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის რეგულარული არმიის რიგებში გაერთიანდებიან და მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას შეტევით ოპერაციებში. კადიროვი ადრე არაერთხელ ამბობდა, რომ ჩეჩნეთმა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა როგორც უკრაინული მედია წერს, მოსკოვში ხვდებიან, რომ უკრაინაში მათი დანაკარგები იზრდება, რის გამოც ახალი ძალებია საჭირო
