ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ რეგიონში 19 ადამიანი დაშავდა
ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ რეგიონში 19 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ცენტრალური გალილეის რამდენიმე ქალაქსა და დაბაში. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ლიბანმა ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა. ისრაელის მედია კი წერს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ღამით 15 რაკეტა ისროლეს. ზოგიერთი მათგანი ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ზოგი კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა
