54 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა
54 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა. ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კალაძე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები
