რადიკალური ოპოზიცია საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს
რადიკალური ოპოზიცია საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. გამოძიებისთვის ნათქვამი უარი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, პროკურატურაში არ მიდის. ამას კი მმართველი გუნდისთვის მარტივი ახსნა აქვს. მათი თქმით, ტელეკამერების წინ ნათქვამ ტყუილზე პასუხისმგებლობა ნულია. ცრუ ჩვენების მიცემაზე კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს
