მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ალბანეთის დედაქალაქმა არა ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედლით და გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილით დაასრულა. ჩემპიონობა იზეიმა ავთანდილ კენჭაძემ. ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ. წარმატების მისალოცად ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე დახვდნენ
