საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარმა სროლამ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკება გამოიწვია
საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარმა სროლამ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკება გამოიწვია. დაშავებულია, სულ მცირე, 5 მოზარდი. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე შეიარაღებული პირი გამოვიდა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს
