ილონ მასკი: არსებობს მიზანმიმართული მცდელობა, რომ შეერთებული შტატები ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცეს
არსებობს მიზანმიმართული მცდელობა, რომ შეერთებული შტატები ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა. „არის მიზანმიმართული მცდელობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოიყვანონ ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატებში, როგორიცაა პენსილვანია, რათა უზრუნველყონ, რომ ამერიკა გახდეს ერთ პარტიული სახელმწიფო. როდესაც საუბრობთ არჩევნებზე, რომლის მოგება ან წაგება 10 ან 20 ათასი ხმითაა შესაძლებელი, შემდეგ კი შემოგყავთ 200 ათასი ადამიანი და მათ მოქალაქეობის სწრაფად მიღების გზაზე აყენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ იარსებებს მერყევი შტატები. ეს არის ერთპარტიული მმართველობა. თუ თქვენ გაქვთ ერთპარტიული მმართველობა, ეს არ არის დემოკრატია“ - აღნიშნა მასკმა
