კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში „თბილისის ბაროკოს ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონი გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში „თბილისის ბაროკოს ფესტივალის“ მე-10-ე საიუბილეო სეზონი გაიხსნა. ფესტივალის გახსნას დაესწრო კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა და ყოველ წლიურად ტარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფესტივალი მსმენელს განსაკუთრებულ სეზონს სთავაზობს გაიმართება კონცერტები, მასტერკლასები და საჯარო ლექციები. კონცერტები ჩატარდება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში
