ოთარ მამფორია - 100
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ოთარ მამფორიას ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ქართველი დრამატურგის, მთარგმნელის, მწერლისა და პოეტის საიუბილეო საღამო, მსახიობებმა და მწერლებმა მის შემოქმედებას მიუძღვნეს. ოთარ მამფორიას ლექსები 50-ზე მეტი პოეტური კრებულის სახით არის გამოცემული. ასევე მისი ლექსების მიხედვით არაერთი სიმღერაა შექმნილი. ოთარ მამფორიას შემოქმედებითი მემკვიდრეობა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდშია შეტანილი.
