უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. სხდომას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. უწყების ცნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება.
