ხელისუფლების პასუხი დასავლეთს
ნატოს წევრი და ევროკავშირის კანდიდატი თურქეთი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს. ამ ფონზე რიგი ევროპელი პოლიტიკოსები ქართული არჩევნების შეფასებისას, გამოძიების პარალელურად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონების გაუქმების საკითხს აყენებენ. მმართველი გუნდისთვის პარტნიორების ამ ორი მოთხოვნის ერთ კონტექსტში დაკავშირება გაუგებარია. მათ თბილისიდან უპასუხეს - “ქართული ოცნება”კანონებს არ გაიწვევს, რადგან მმართველი გუნდისთვის ევროპული გზა ღირსებასა და იდენტობის შენარჩუნებაზე გადის.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
