ISFED-ი რადიკალების სამსახურში
ISFED-ის პარადოქსი - ორგანიზაცია "პი-ვი-ტის" ისევ არ ასაჯაროებს. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისსავე მიღებულ შედეგებს არ ენდობა და არ მიიჩნევს თავს ვალდებულად, საზოგადოებას პარალელური დათვლის ის შედეგები გააცნოს, რომელიც, მათივე თქმით, ცესკოს მონაცემებს ემთხვევა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ISFED-ი სკანდალში ეხვევა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგები ჯერ გაყალბა, ახლა კი გადამალა. მმართველი გუნდისთვის ნათელია, რომ ორგანიზაცია, რომელსაც რეპუტაცია უკვე ორჯერ შეელახა, არა ობიექტურ, არამედ რადიკალურ დღის წესრიგს არის აყოლილი. მიზანი კი დესტრუქციული ოპოზიციის დამხმარე რგოლის ფუნქციის შესრულებაა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
