უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და ქალაქ კურახოვოს მიუახლოვდნენ
უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და ქალაქ კურახოვოს მიუახლოვდნენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კურახოვოსთან უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 56 შეტაკება მოხდა. ფრონტის ხაზზე ოკუპანტის სწრაფ წინსვლას გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" გამოეხმაურა. ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმიაში პროფესიონალი ჯარისკაცების ნაკლებობაა. დონბასის ფრონტზე არასაკმარისი გამოცდილებისა და აღჭურვილობის მქონე სამხედროები იბრძვიან, რაც ოკუპანტს წინსვლის საშუალებას აძლევს.
