რა როლი ენიჭება განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში
რა როლი ენიჭება განათლებას სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში - ამ თემასთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში უნივერსიტეტის საქმიანობის როლზე.
