საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას თარიღი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. გაიმართა „ღია კარის დღეც“, რომელსაც სამტრედიისა და ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.
