საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სამ მილიარდზე მეტია. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 2024 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმაც. 2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მიმდინარე წლის 9 თვეში ასევე რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან.
