საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებს
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებს - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის გზა ევროპული ოჯახისკენ გრძელდება. საქართველო კი საბოლოო მიზნამდე ტრადიციების დაცვით მივა.