თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრებს მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ მოუსმინეს. სხდომას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყების ცნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება.
