მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მარნეულის მაგისტრატმა მოსამართლემ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. როვშან ისკანდაროვმა პროცესზე განაცხადა, რომ ოპოზიციის დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესს აფერხებდნენ და ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ. დაცვის მხარე ამბობს რომ ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედება მხოლოდ პროცედურული დარღვევა იყო.
