"ლელოს" ლიდერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს აღიარებს, თუმცა მაინც არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს
მამუკა ხაზარაძის აღიარება. "ლელოს" ლიდერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს აღიარებს, თუმცა მაინც არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. ხაზარაძე იმასაც ადასტურებს, რომ მისმა კოალიციამ იმდენი ხმა მიიღო, რაც ოფიციალურად ცნობილია. ხაზარაძე ამბობს, რომ ხმა დაახლოებით 200 ათასმა ამომრჩეველმა მისცა. ცესკოს მონაცემებით, მას სწორედ 182 ათას 839 ხმა აქვს.
