სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების გამოძიებისთვის ნათქვამი უარი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს
სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების გამოძიებისთვის ნათქვამი უარი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს, თუმცა არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს- ამას კი მმართველი გუნდისთვის მარტივი ახსნა აქვს - მათი თქმით, ტელეკამერების წინ ნათქვამ ტყუილზე პასუხისმგებლობა ნულია. ცრუ ჩვენების მიცემაზე კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს.
