რუსეთის სტავროპოლის ოლქში ნავთობ ბაზაზე დრონებით თავდასხმა მოხდა
რუსეთის სტავროპოლის ოლქში ნავთობ ბაზაზე დრონებით თავდასხმა მოხდა. ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინული დრონი საწვავის საცავების ტერიტორიას მოხვდა და ძლიერი ხანძარი გამოიწვია. რუსული მედია ირწმუნება, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ოლქს 80-ზე მეტი დრონით შეუტია, მათი უმეტესობა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანადგურეს.
