გერმანიის მოსახლეობის 54% ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს
გერმანიის მოსახლეობის 54% ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. „დოიჩლანდ ტრენდის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, შოლცის მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 14%, უარყოფითად კი – 85%. გამოკითხულთა მხოლოდ 41% უჭერს მხარს მოქმედი მთავრობის ხელისუფლებაში დარჩენას, 2025 წლის სექტემბერში დაგეგმილ ბუნდესტაგის არჩევნებამდე.