ალექსეი არესტოვიჩის განცხადება
„ჩვენ დაგვეღუპა ათობით ათასი ადამიანი, ასი ათასამდე დაშავდა, დავანგრიეთ ეკონომიკა, დავკარგეთ ტერიტორიები და ყოველდღიურად უფრო მეტს ვკარგავთ, ჩვენი ფრონტი კი იშლება“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ნიკოლაი ფელდმანის იუთუბარხზე განაცხადა. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ რუსეთი იზოლაციაში იმყოფება, მცდარია, რადგანაც ევროკავშირი და ნატო რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ, რითაც მოსკოვს უკრაინაში ომის გაგრძელების საშუალებას აძლევენ.
