უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას, არამედ ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის. ნათქვამია, რომ საჭიროა შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია. დეკლარაცია ასევე ადასტურებს, რომ არ არსებობს სხვა სქესი, გარდა მამაკაცისა და ქალისა.
